• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტში დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, 27-29 მარტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგები მიმდინარეობს. I2Q პროექტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ტრენინგების ციკლს უძღვება IBF International-ის წარმომადგენელი, ხარისხის მართვის საერთაშორისო ექსპერტი რონ ტიტუსი.

მიმდინარე ტრენინგების ციკლი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას. მიმდინარე ტრენინგის ძირითადი თემა ავტორიზაციის ახალი სტანდარტებია.

ტრენინგების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია რამდენიმე შერჩეულ სკოლაში. სიმულაცია შედეგებზე დაყრდნობით უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. მიღებული უკუკავშირი აისახება ავტორიზაციის გზამკვლვებში.

I2Q პროექტის მხარდაჭერით ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 150-დე ექსპერტი გადამზადდება.

გალერეა