• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების განხილვა გრძელდება

24 მარტს I2Q პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტების სამუშაო ვერსიის, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებასა და დამტკიცების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა დოკუმენტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები განიხილეს. მომდევნო შეხვედრები აპრილში გაიმართება.

კომისია დაკომპლექტებულია პროექტის მართვის გუნდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აღნიშნული სამინისტროების სსიპ-ების წარმომადგენლებით.

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, სტანდარტებზე საკონსულტაციო კომპანიამ GIB იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად, ითვალისწინებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.

 

 

გალერეა