• English
  • ქართული

სიახლეები

კოორდინირებული თანამშრომლობის  მიზნით შეხვედრა გაიმართა

დონორთა რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის  მიზნით, I2Q პროექტისა (მსოფლიო ბანკი) და ზოგადი განათლების სექტორის განვითარების პროგრამის (აზიის განვითარების ბანკი) წარმომადგენლებს შორის 9 მარტს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორს თამარ სანიკიძესა და პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელ ხატია ცირამუას ზოგადი განათლების სექტორის განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროგრამის კონცეპტუალური ჩარჩო, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პროექტის მართვის გუნდის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.