• English
  • ქართული

სიახლეები

მსოფლიო ბანკის მიერ I2Q პროექტის მხარდაჭერის მორიგი მისია მიმდინარეობს

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. წელიწადში ორჯერ, პროექტის მიმდინარეობის და შედეგების მონიტორინგის, ასევე გამოწვევებისა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით, მსოფლიო ბანკის მისია ხორციელდება. მისიის ფარგლებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

პროექტის დანერგვის მხარდაჭერის მორიგი მისია 27 მარტიდან მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. მათ შორის, I2Q პროექტის მართვის გუნდთან. შეხვედრაზე გუნდის წევრებმა პროექტის მიმდინარეობის, დაგეგმილი აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები პოზიტიურად შეფასდა.

მისიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები განათლების სექტორში მომუშავე განვითარების პარტნიორებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ასევე, იმ საჯარო სკოლების მონახულება, სადაც პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გალერეა