• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ 22 მარტს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და სახელფასო პოლიტიკის და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრაზე ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ექსპერტებთან ერთად განიხილა მეორე ანგარიშის, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემის ადრეული სამუშაო ვერსია. დოკუმენტი მოიცავდა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ჩარჩო-დოკუმენტის სქემის სამუშაო ვერსიას, პროფესიული განვითარების 4 თემატურ კომპონენტს: ბავშვი განვითარების გარდამავალ მოდელში; საგანმანათლებლო გარემო და სასწავლო გეგმა; ოჯახის და საზოგადოების ჩართულობა; ლიდერობა და თანამშრომლობა.

მხარეები დოკუმენტზე მუშაობას გააგრძელებს. ანგარიშის სამუშაო ვერსია, სამოქმედო გეგმის თანახმად, აპრილის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მუშაობენ ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ხარისხის უზრუნველყოფა; ანგარიშგების სისტემა; აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარება და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკა; არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვა და გაუმჯობესება. თითოული მიმართულების მიხედვით ექსპერტები დაყოფილი არიან თემატურ ფოკუს ჯგუფად და შესაბამის დავალებებზე მუშაობენ.

გალერეა