• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირდება

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 60-მდე სკოლის სრული რეაბილიტაციაა დაგემილი. ამ მიმართულებით საპროექტო სამუშაოების ნაწილს ახორციელებს ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანია „საუნდერს ჯგუფი“. საკონსულტაციო კომპანია აქტიურად თანამშრომლობს I2Q პროექტის ინჟინერთან და საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდთან.

21 მარტს საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა გამართეს მორიგი შეხვედრა, რომელზეც კომპანიამ წარმოადგინა სამი სკოლისთვის მომზადებული არქიტექტურული პროექტები. პროექტების განხილვის შემდეგ კომპანიას მიეცა რეკომენდაციები. რეკომენდაციების გათვალისწინებით სკოლების დეტალური დიზიანები მომზადდება.

შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირდება სკოლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყაროში.