• English
  • ქართული

სიახლეები

IBF International-მა 6-თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში,  საერთაშორისო კომპანია IBF International-ის აქტიურად აგრძელებს მუშაობას ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანია მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ხარისხის  მართვის ეფექტური სისტემის დანერგვაზე, მთელი სკოლის გაუმჯობესების გეგმებისა და პროგრამების, შეფასების პოლიტიკის, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის განვითარების გზით.

30 მარტს კომპანიამ IBF International 6-თვიანი მუშაობის შედეგების მიმოხილვის მიზნით საერთაშორისო კომპანიამ სემინარი გამართა დაინტერესებული მხარეებისთვის.

ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. გუნდის ლიდერმა ჯონ ჰენლიმ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია. დაინტერესებული მხარეები სამუშაო ჯგუფებად გაერთიანდნენ და იმსჯელეს მთლიანი სკოლის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობასა და ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელებაზე. ჯგუფებმა წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.

შეხვედრა I2Q  პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ შეაჯამა. მხარეები სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

გალერეა