• ქართული
  • English

სიახლეები

IBF International-ის ექსპერტებმა ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საერთაშორისო კონსორციუმის IBF International-ის ექსპერტებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში კონტრაქტის მიხედვით მეოთხე საანგარიშო პერიოდით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობების მიმდინარეობა და სამომავლო ღონისძიებები.

I2Q პროექტის ფარგლებში, კონსორციუმი IBF International, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარე წლის 10 აპრილს სამუშაოების მორიგი ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს და ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენს ანგარიშს.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ორიენტირებულია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International ხელმძღვანელობით ხელშეკრულების – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში“ ფარგლებში. საერთაშორისო კონსორციუმთან პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას.

 

გალერეა