• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტის ვიზიტი გრძელდება

26 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვივნენ და ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელსა და ექსპერტთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს, I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა წარმოადგენდა. SDSURF-ის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა დაგ ფიშერმა ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშემწყობი სამუშაოების შესახებ, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს. პროფესორმა ფიშერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სფეროსთვის ხარისხის ექსპერტების მომზადება. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის  ექსპერტები. ისინი უკვე გაეცნენ არსებულ სატრენინგო მოდულებს და მათ გადახედვასა და გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების მოსამზადებელი ტრენინგების ციკლის დაწყება მომდევნო წლის თებერვლიდან იგეგმება.

 

 

გალერეა