• English
  • ქართული

სიახლეები

CIF-ის მეორე  საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 8 ნოემბერს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც საგრანტო კონკურსით დაინტერესებული საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

CIF-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნეს გრანტის ძირითადი მახასიათებლები, განაცხადის დაწერისას გასათვალისწინებელი საკითხები, შეფასების კრიტერიუმები, www.grants.gov.ge პორტალთან მუშაობის თავისებურებები, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შესაძლებელია 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge.

ხშირად დასმული კითხვების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება 11 დეკემბრის 23:59 საათამდე ვებპორტალზე: www.grants.gov.ge.