• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოში გრძელდება

I2Q პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მუშაობენ. ექსპერტები მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 12 ნოემბერს ეწვივნენ. ვიზიტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა პირველი შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც 14 ნოემბერს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. კონფერენციაზე SDSURF-ის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესა და აქტივობებში ჩართულ დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

განათლების მართვის სისტემის წარმომადგენლებთან განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების ანგარიშგების სისტემის გამართვისა და მოსალოდნელი პილოტირების საკითხები და განათლების სამინისტროს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს 2024 წლის თებერვალში დაგეგმილი ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების მომზადება-გადამზადების საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და მის კვალდაკვალ, კვალიფიციური კადრების სფეროში შენარჩუნებისა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესრულებაზე დაფუძნებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი აგრძელებს კომპლექსურ აქტივობებზე მუშაობას და ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის მიზნით პერიოდულად ეწვევა საქართველოს.

გალერეა