სკოლების პედაგოგებისთვის განმავითარებელი შეფასების თაობაზე ტრენინგი ჩატარდა
I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, მთლიანი სკოლის განვითარების ამოცანის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია IBF International სასკოლო განმავითარებელი შეფასების სისტემის დახვეწა-განვითარების მიმართულებით ახორციელებს აქტივობებს.
24-25 ნოემბერს, პროექტის საპილოტე სკოლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, IBF International-ის ექსპერტმა, ნორმან ემერსონმა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების თემატიკაზე ტრენინგი ჩატარა სკოლების პედაგოგებისთვის. ექსპერტი ნორმან ემერსონი მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების სისტემის, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის გადახედვა-განახლების მიმართულებით მუშაობს.
ტრენინგის მიზანია პილოტირების მიმდინარე პროცესის პირველადი მიგნებების გაზიარება. ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სწავლების მიზნების და წარმატების კრიტერიუმების სტრატეგიების გამოყენება განმავითერებელი შეფასების პროცესში.
შეხვედრაში 15 საპილოტე სკოლის 30 პედაგოგი მონაწილეობდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა დისკუსიებს, უკუკავშირებსა და პრეზენტაციებს, სადაც სკოლებმა რეალური მაგალითები წარმოადგინეს.