• English
  • ქართული

სიახლეები

ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტები კომისიის წევრებმა განიხილეს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტები შემუშავდა. სამუშაოები I2Q პროექტის ფარგლებში, სკოლის ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით განხორციელდა. ახალი სტანდარტები განსაზღვრავს სასკოლო სავალდებულო სივრცეებს, ასევე, ითვალისწინებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტების სამუშაო ვერსიის განხილვები პერიოდულად იმართებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად. 24 თებერვალს კი სტანდარტების სამუშაო ვერსიის, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებასა და დამტკიცების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისია დაკომპლექტებულია პროექტის მართვის გუნდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აღნიშნული სამინისტროების სსიპ-ების წარმომადგენლებით.

კომისიის წევრებმა განიხილეს სტანდარტის ზოგადი დებულებები, სკოლის ზომები და ტიპები საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით, ასევე სკოლის შენობაში სავალდებულო და სარეკომენდაციო/არჩევითი სამყოფების და სათავსების ჩამონათვალი. მხარეები შეთანხმდნენ უკუკავშირის ვადებსა და მომდევნო ნაბიჯებზე.

დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, სტანდარტებზე საკონსულტაციო კომპანიამ GIB იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად.

გალერეა