• English
  • ქართული

სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტებმა ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში მეორე ეტაპის სამუშაოებზე იმსჯელეს

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში ზოგადი განათლების სიტემაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს საკონსულტაციო კონსორციუმი საერთაშორისო კომპანია IBF International ხელმძღვანელობით. კომპანიის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი 9 წევრისგან შედგება. კონტრაქტის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: მთლიანი სკოლის განვითარების ხელშეწყობა, სასკოლო შეფასების სისტემისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების ეროვნული შეფასების სისტემის განვითარება.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა ექსპერტთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად მართავს. შეხვედრები მიზნად ისახავს საკონსულტაციო მომსახურების მეორე საანგარიშო პერიოდის სამოქმედო გეგმის განხილვას და განხორციელების პროგრესის შეფასებას.

თებერვალში გამართულ შეხვედრებზე ექსპერტებმა წარმოადგინეს კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები. მხარეებმა დაგეგმეს სამუშაო შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. მეორე საანგარიშო პერიოდის შედეგების გაცნობა დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარე წლის მარტში ჩაინიშნა.