• English
  • ქართული

სიახლეები

SRP ჯგუფების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში განხორციელდა

I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ფარგლებში სასკოლო მზაობის პროგრამის განახლებაზე მუშაობა მიმდინარეობს. განახლებული პროგრამის პილოტირება შერჩეულ სკოლებში განხორციელდება. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, სკოლების ინფრასტრუქტურა წესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე რეგიონის სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებით გათვალისწინებული სასკოლო მზაობის პროგრამისთვის გამოყოფილ სივრცეში სრულად განახლება არსებული ინფრასტრუქტურა და აღიჭურვება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით.

I2Q პროექტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში განახორციელა.