• ქართული
  • English

სიახლეები

SDSURF-ის საერთაშორისო ექსპერტი დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტების ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. SDSURF-ის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა დაგ ფიშერმა 25 სექტემბერს I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ სანიკიძეს ვიზიტის მიზანი და სამუშაო გეგმები გააცნო.

საერთაშორისო ექსპერტის შეხვედრების ციკლი გაგრძელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში, სადაც ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან მიმოიხილა მიმდინარე საკითხები.

პროფესორმა დაგ ფიშერმა, I2Q პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით სისტემაში მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელი პროცესები და ავტორიზაციის ექსპერტების მომზადებისთვის საჭირო სამუშაოები განიხილეს.

მხარეებმა იმსჯელეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართავს შეხვედრას.