• ქართული
  • English

სიახლეები

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

საერთაშორისო ტენდერით შერჩეულმა საკონსულტაციო კომპანიამ – UCL Consultant (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით), ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და 6-7 სექტემბერს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცის ხელშეწყობასთან დაკავშირებული პირველი ფართომასშტაბიანი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ძირითადი მიმართულებების შესახებ დისკუსია გამართეს.

დაგეგმილია სამუშაოები სამი ძირითადი მიმართულებით: 1. საერთაშორისო პარტნიორობით ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება  განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ერთობლივი პროგრამის შემუშავება დაგეგმილია 2025 წლის ოქტომბრისთვის; 2. მეწარმეობის მოდულისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება საბაკალავრო სწავლებისათვის. მოდულების შემუშავება დაგეგმილია 2024 წლის ოქტომბრისთვის; 3. ე.წ. International Excellence School – საერთაშორისო სკოლების ჩატარება, რომელიც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით. პირველი საერთაშორისო სკოლის ჩატარება დაგეგმლია 2024 წლის იანვარში. საერთაშორისო სკოლები I2Q პროექტის ხანგრძლოვობისას 3-ჯერ ჩატარდება და მასში მონაწილეობა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეეძლებათ. აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას, ახალი ცოდნის გენერირებას/გაზიარებასა და შექმნის ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად შერჩეულ სფეროებში სწრაფი განვითარების შესაძლებლობას.

გალერეა