• ქართული
  • English

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა Unicef საქართველოს წარმომადგენელთან

საქართველოს განათლების სექტორში სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. საქმიანობის ეფექტიანი კოორდინაციისთვის და თემების გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით, I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელს, თამარ ჭყონიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების პროგრამის ხელმძღვანელ ანა ჯანელიძეს შორის 17 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით I2Q პროექტის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სექტორის განვითარებაზე სან დიეგოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები აქტიურად მუშაობენ და მათი აქტივობები ითვალისწინებს ინტერვენციებს ოთხი ძირითადი მიმართულებით: ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტის დანერგვისა და შესაბამისი მონიტორინგის ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების ანგარიშგების სისტემის მოდელისა და პროცესების განსაზღვრა, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და კვალიფიციური კადრების მუდმივი პროფესიული ზრდისა და სფეროში დარჩენის მხარდასაჭერი მზარდი სახელფასო პოლიტიკა და არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გაუმჯობესება და განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა.

გალერეა