• ქართული
  • English

სიახლეები

პედაგოგებისთვის STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვის ტრენინგი ჩატარდა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო კონსორციუმი IBF International-ის ხელმძღვანელობით კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სკოლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვაა. სწორედ ამ მიზნით, 11-19 ნოემბერს კონსორციუმმა წინასწარ შერჩეულ 80 საპილოტე სკოლაში ჩაატარა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. ტრენინგები ჩატარდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. ტრენინგებში 160-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგებს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი ჯეფ ნოვაკი, რომელიც პროექტის STEAM ინოვაციური პროგრამების აქტივობებს ხელმძღვანელობს.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები და ასევე, გაუზიარა ინფორმაცია STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების სკოლებში პილოტირების სრული ციკლის შესახებ.

I2Q პროექტის ფარგლებში შეძენილი STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების რესურსები 80-ვე საპილოტე სკოლას გადაეცა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების სამუშაო სივრცის მოწყობა ორ სკოლაში.

80 სკოლაში დაწყებული პილოტირების პროცესი 2023-2024 აკადემიური წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წლის გაზაფხულზე კი პილოტირების პროცესის მოსამზადებელი სამუშაოები დამატებით 120 სკოლისთვის განხორციელდება.

გალერეა