• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული განათლების საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი დასრულდა

სან დიეგოს უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა, რომლებიც I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობენ, საქართველოში საქმიანი ვიზიტი დაასრულეს. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი კონტექსტისა და ეროვნული თავისებურებების დეტალურად გაცნობის მიზნით ექსპერტებმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართეს შეხვედრები.

24 ოქტომბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ოფისში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის შედეგები, მიიღეს უკუკავშირები და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი გააგრძელებს კომპლექსური აქტივობების შესრულებას და ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული მუშაობის მიზნით პერიოდულად ეწვევა საქართველოს.

გალერეა