• English
  • ქართული

სიახლეები

საზედამხედველო ჯგუფმა SDSU კვლევითი ფონდის პირველი ანგარიში განიხილა

I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად შექმნილი საზედამხედველო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 7 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა სან დიეგოს კვლევითი ფონდის მიერ წარმოდგენილი პირველი ანგარიში გააანალიზეს, შეისწავლეს გამოყენებული სამართლებრივი დოკუმენტები და მარეგულირებელი ჩარჩოები. შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა და საზედამხედველო ჯგუფის ყველა წევრმა წარმოადგინა უკუკავშირი ხსენებულ დოკუმენტზე. მხარეებმა განიხილეს კომენტარები და რეკომენდაციები. გაანალიზებული დოკუმენტი შენიშვნებითა და კომენტარებით გაეგზავნება სან დიეგოს უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებს შემდგომი რეაგირებისთვის.