• English
  • ქართული

სიახლეები

სამუშაო შეხვედრები სკოლებთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საკონსულტაციო კომპანია IBF International საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ინტენსიურად მუშაობს. კომპანიის კონსულტანტები ეცნობიან ზოგადი განათლების ადგილობრივ კონტექსტს და ეროვნულ თავისებურებებს. ამ მიზნით მართავენ შეხვედრებს როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე სამიზნე სკოლებთან. განთლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, შეხვედრები ტარდება თბილისის და კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სკოლებში. სკოლების დირექტორებთან და საგნობრივ პედაგოგებთან შეხვედრები გაცნობითი ხასიათისაა.

I2Q პროექტის ზოგადი კომპონენტი ითვალისწინებს როგორც მთლიანი სკოლის განვითარებასა და გაძლიერებას, ასევე სასკოლო შეფასებების სისტემის გაძლიერებას. ამ თვალსაზრისით, კომპანიის წარმომადგენლებისთვის მნიშვანელოვანია საგაკვეთილო პროცესებზე დაკვირვება. ამ მიზნით ისინი სამიზნე სკოლებში ესწრებიან გაკვეთილებს და აკვირდებიან საგაკვეთილო პროცესს.