• English
  • ქართული

სიახლეები

SDSURF ექსპერტები დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს აგრძელებენ

SDSURF ადრეული განათლების ექსპერტები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობენ. 24 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ და ცენტრის დირექტორის მოადგილეს კახაბერ ერაძეს და ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ნინო ხითარიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობაში ცენტრის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარის როლის და შესაძლებლობების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბაღების დაგეგმილ ავტორიზაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე, ბაღის აღმზრდელის პროფესიული განათლების საკითხებზე, დირექტორთა პროფესიულ სტანდარტებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირების მიზნით შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან ყოველთვიურად გაიმართება.

გალერეა