• ქართული
  • English

სიახლეები

პედაგოგებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

ზოგადი განათლების სიტემაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოებს აგრძელებს საკონსულტაციო კომპანია IBF International. კომპანიის წარმომადგენლებმა, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან, ხატია ცირამუასთან ერთად თემატური შეხვედრა გამართეს პედაგოგებთან. შეხვედრა სასკოლო განმავითარებელ შეფასების სისტემას შეეხებოდა და ის 16 ნოემბერს, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდა. შეხვედრაში თბილისის რვა სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტებმა ქართველ პედაგოგებს შეფასების სისტემის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითები გაუზიარეს. მხარეებმა იმსჯელეს როგორც განმავითარებელი შეფასების, ასევე ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების შესახებ. ექსპერტებმა მოისმენეს პედაგოგების მოსაზრებები, თუ რა სირთულეები ახლავს განმავითარებელი შეფასების ამჟამინდელი სისტემის პრაქტიკაში დანერგვას. ქართველი პედაგოგებისგან მიღებული ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტებს ადგილობრივი საჭიროებების ანალიზში დაეხმარება.

გალერეა