• English
  • ქართული

სიახლეები

ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი: ქარელი
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება ქარელის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის შენობაში.

ქვე-პროექტი „ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) პროექტის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

საკონტაქტო პირები:

ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდი

მობ.: 598 88 20 19

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge

 

ESMP – Kareli School(Geo)